• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    9
    დეკემბერი
    შშმ პირთა უფლებების კვირეულის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა შეხვედრა გამართა

    შშმ პირთა უფლებების კვირეულის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა შეხვედრა გამართა.

    შეხვედრა ეხებოდა შშმ პირთა უფლებებს, ეტიკეტს, საერთაშორისო და ადგილობრივ სამართლებრივ ინსტრუმენტებს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შშმ უფლებების იმპლემენტაციის (განხორციელების) პროცესში.

    პროექტის პარტნიორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ "ანიკა" შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული გზამკვლევი "პრაქტიკული რჩევები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისათვის შშმ პირების საკითხების ადგილობრივ დონეზე განსახორციელებლად", რომელიც მომზადა GIZ-ის მხარდაჭერით.

    შეხვედრა ჩეხეთის კარიტასის შშმ პირთა დეინსტიტუციონალიზაციის პროექტის ნაწილია, რომელიც ხორციელდება ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხრადაჭერით.