• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    25
    იანვარი
    ჩარგალში სახალხო დღესასწაული მიხაობა აღინიშნა

    ღონისძიებას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მანანა (მაცაცო) ნარიმანიძე, მოადგილეებთან ვასილ წიკლაურთან და ოთარ ჩხეიძესთან ერთად, დაესწრო და ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგო.

    25 იანვარს, ქართველი სახალხო პოეტის, 1920-იანი წლების პარტიზანული მოძრაობის მონაწილისა და „შეფიცულთა რაზმის'' წევრის მიხა ხელაშვილის დაბადების და გარდაცვალების დღეა.

    ახალგაზრდა პოეტი მისსავე დაბადებისდღეზე ვერაგულად მოკლეს.

    მიხა ხელაშვილის ცხედარი ორი კვირის განმავლობაში ღია ცის ქვეშ განისვენებდა. არავის მისცეს დაკრძალვის უფლება. მისმა დამ, სალომემ, ძმის ნეშტი მოიპარა და დაკრძალა.

    ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის წევრი, 25 წლის ვაჟკაცი სამშობლოს დაცვას შეეწირა!

    საბჭოთა პერიოდში ხალხურად იყო მოხსენიებული მისი ლექსი - „ლექსო ამოგთქომ ოხერო“.

    ჩარგალში, მიხა ხელაშვილის საფლავთან შეკრებილმა ადგილობრივებმა და სტუმრებმა ეროვნულ გმირს პატივი, ძველი ფშაური საბრძოლო ტრადიციების მიხედვით, მიაგეს.