მერიის სიახლეები
მაისი
ქართული კინოს დღესთან დაკავშირებით, ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლში ფილმის "ცისფერი მთები" ჩვენება გაიმართა.
ადგილობრივმა ახალგაზრდებმა ჩვენების შემდეგ დისკუსია გამართეს და ქართული კინოს შესახებ ისაუბრეს.
ღონისძიების ორგანიზატორებს წარმოადგენდნენ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია, საკრებულო, მერის ახალგაზრულ მრჩეველთა საბჭო და ა(ა)იპ დუშეთის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი.
ცნობისათვის 15 მაისს ქართულ კინოს 115 წელი შეუსრულდა, ხოლო 1908 წელი ოფიციალურადაა მიჩნეული ქართული კინოს ისტორიის დასაწყისად.