• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    2
    დეკემბერი
    "ძლიერი შიდა აუდიტი ეფექტიანი თვითმმართველობისათვის"

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში მერიის, საკრებულოსა და ა(ა)იპ-ის თანამშრომელთათვის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე: "ძლიერი შიდა აუდიტი ეფექტიანი თვითმმართველობისათვის".

    შეხვედრის ფარგლებში, დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირმა გელანტია-ახვლედიანმა ისაუბრა საქართველოს საჯარო სექტორში საჯარო ფინანსების ეფექტური მართვისა და „კარგი მმართველობის პრინციპების“ დამკვიდრების მიზნით, 2010 წლიდან მიმდინარე სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის რეფორმის თაობაზე, რომლის მნიშვნელობაც განპირობებულია საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებებით.

    ევროკავშირის მოდელის მიხედვით, რეფორმა მოიცავს ფინანსური მართვისა და კონტროლის, ასევე შიდა აუდიტის სისტემის განვითარების, კოორდინაციის და ჰარმონიზაციის მიმართულებას.

    აღნიშნული შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ვასილ წიკლაურმა, ხოლო მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა მცხეთის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ეკატერინე ბაღაშვილმა.

    შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტორებისთვის გამართულ პრაქტიკულ ვორქშოპს მუნიციპალიტეტის მიერ აღებული ვალდებულებების თაობაზე, რაც რისკზე დაფუძნებულ სამოქმედო გეგმის შექმნას, შიდა აუდიტის ხარისხის გარე შეფასებას და შემუშავებული რეკომენდაციების მონიტორინგის სისტემას ითვალისწინებს.