• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჭირო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    10
    ივნისი
    ძუ ძაღლების სტერილიზაციის, იდენტიფიკაცია, რეგისტრაციის უფასო პროგრამა

    დუშეთში პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციის, იდენტიფიკაცია, რეგისტრაციის უფასო პროგრამა განხორციელდება.

    ჰიპერპოპულაციის მართვის სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანი და კოორდინირებული განხორციელების მიზნით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ ჩიტაურმა, სამუშაო შეხვედრა გამართა "დოგი დოკ" მობილური ვეტ კლინიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განყოფილების წარმომადგენლებთან.

    შეხვედრაზე რეფორმის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებები დეტალურად განიხილეს. ისაუბრეს დაგეგმილი ღონისძიებების მნიშვნელობაზე, საჭიროებასა და განხორციელებაზე.

    პროგრამა სახელმწიფოს დაკვეთით ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ვეტერინალურ მომსახურებას უზრუნველყოფს ვეტერინარული კლინიკა Doggie Doc mobile vet clinic - დოგი დოკ მობილური ვეტ კლინიკა და Mayhew Georgia — პროფესიონალი ვეტერინარების ერთობლივი გუნდი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

    ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა ითვალისწინებს პატრონიანი ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, ჩიპირებას, ერთიან ბაზაში რეგისტრაციას და ძუ ძაღლების სტერილიზაციას, მიუსაფარი/მიკედლებული ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, იდენტიფიკაცია/რეგისტრაციასა და კასტრაცია/სტერილიზაციას.

    სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები - ბესიკ ბიჩნიგაური, თამაზ ფოლოდაშვილი, მერის წარმომადგენელი ქალაქ დუშეთში შალვა ინაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

    აღნიშნული ვეტერინარული მომსახურება ქალაქ დუშეთში ცენტრალური სტადიონის მიმდებარედ, 14-15 ივნისს ჩატარდება.

    რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ - 577 11 53 36