• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    9
    აპრილი
    32 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან

    32 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან. ეს დღე საქართველოს ისტორიაში ქართველი ხალხის თავისუფლებისათვის ბრძოლისა და თავგანწირვის სიმბოლოდ იქცა. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული ღამის მოვლენებიდან ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.

    დღეს, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, გუბერნატორის მოადგილემ გოჩა ქავთარაძემ, დუშთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა, მერის მოადგილემ ბესიკ ბიჩნიგაურმა და საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ინაშვილმა პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას და გვირგვინით შეამკეს მემორიალი.

    დუშეთის წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძრის მღვდელთმსახურმა, მღვდელ-მონაზონმა მამა გრიგოლ მგელაშვილმა დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვილი გადაიხადა.