თებერვალი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ, 2023 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების თაობაზე, მოადგილესთან ოთარ ჩხეიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან კახაბერ ჩიტაურთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე კონტრაქტორი კომპანიების, მერიის შესაბამისი სამსახურების და რეგიონული სამშენებლო საზედამხედველო შპს "მშენ-ექსპერტის" წარმომადგენლებთან ერთად, მხარეებმა მოსამზადებელი სამუშაოების პროცესები განიხილეს.
მაცაცო ნარიმანიძემ აღნიშნა, რომ მლეთაში ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერი დასრულდა, ხოლო ამ ეტაპზე ქ. დუშეთის სპორტული კომპლექსის მოწყობაზე სატენდერო წინადადებების მიღებაა დაწყებული.