• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჭირო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    4
    აგვისტო
    წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტ ზოსიმეს 75 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიება

    ქალაქ დუშეთის ილია ზაქაიძის კულტურის სახლში წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტ ზოსიმეს 75 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა.

    ღონისძიებას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური საკრებულოს თავმჯდომარესთან - ნუკრი უნდილაშვილთან და საკრებულოს თავჯდომარის მოადგილესთან ლევან შერმადინთან ერთად დაესწრო.

    კახაბერ ჩიტაურმა მღვდელმთავარს საიუბილეო თარიღი მიულოცა და ეპარქიაში მრავალწლიანი მოღვაწეობისა და საეკლესიო აღმშენებლობისათვის მადლობა გადაუხადა.

    საიუბილეო ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: ეპარქიის სასულიერო პირები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები