მერიის სიახლეები
მარტი
წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 22 მარტს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპ დუშეთის კეთილმოწყობის სამსახურისა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების ინიციატივით, სოფელ ბოდორნაში მდინარე არაგვის ნაპირები გაიწმინდა.
დასუფთავების აქციის მონაწილეებმა ბაგიჭალის მონაკვეთი პოლიეთილენის პარკების, პლასტმასის ბოთლების და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გაასუფთავეს.
ცნობისათვის, ეს თარიღი გაეროს გადაწყვეტილებით 1993 წლიდან აღნიშნება და მიზნად ისახავს მტკნარი წყლის მარაგის დაცვას დაბინძურებისგან და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას წყლის რესურსების რაციონალურად და ეკონომიურად გამოყენების მიმართულებით.