• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    20
    ივნისი
    ხ. სავანელის სახელობის მუსიკალური ფესტივალი ქალაქ დუშეთში 19 ივნისს, პიანისტ ვატო ჟორდანიას კონცერტით ოფიციალურად გაიხსნა

    🎼  ხ. სავანელის სახელობის მუსიკალური ფესტივალი ქალაქ დუშეთში 19 ივნისს, პიანისტ ვატო ჟორდანიას კონცერტით ოფიციალურად გაიხსნა.

    🎹ილია ზაქაიძის სახელობის კულტურის სახლში შეკრებილი მსმენელისათვის ცნობილმა პიანისტმა ბახის და ბეთჰოვენის ნაწარმოებები შეასრულა. ვატო ჟორდანიას გამართული აქვს კონცერტები ისეთ ცნობილ დარბაზებში, როგორებიცაა: ვენის კონცერტჰაუზი, ვენის მუზიკფერაინი, კორტოს დარბაზი პარიზში, რუმინეთის ათენეუმი და სხვ.

    ✅️ღონისძიებას ადგილობრივ საზოგადოებასთან ერთად ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, უნგრეთის ელჩი საქართველოში ანა მარია შიკო, ავსტრიის და გერმანიის საელჩოების წარმომადგენლები და გოეთეს ინსტიტუტის ასისტენტ-პრაქტიკოსები.

    ▶️ცნობისათვის, დირიჟორი ხარლამპ სავანელი 1842 წელს დაიბადა ქალაქ დუშეთში. მან 1873 წელს დააარსა სასიმღერო სკოლა, სადაც სიმღერასთან ერთად ისწავლებოდა ელემენტარული თეორიაც. მისი ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა პროფესიულ სამუსიკო განათლებას საქართველოსა და ამიერკავკასიაში, ხოლო 1876 წელს აღნიშნული სკოლა გადაკეთდა სამუსიკო სკოლად, 1880 წელს - სამუსიკო სასწავლებლად, ხოლო 1917 წელს მის ბაზაზე გაიხსნა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.

    🔷️"ამ ყველაფრის გათვალისწინებით და მისი ღვაწლის დასაფასებლად, დუშეთის მუსიკალური ფესტივალი ხარლამპ სავანელის სახელს ატარებს" - განაცხადა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ.