• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    22
    ნოემბერი
    ხადის ხეობის მოსახლეობას უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური შემოწმება ჩაუტარდა

    🔷️ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერისა და სოციალური დაცვის პროგრამის ფარგლებში, ხადის ხეობის მოსახლეობის უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური შემოწმება გრძელდება.

    ➡️სამედიცინო აქცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის უშუალო ჩართულობით, ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის მხარდაჭერითა და ორგანიზებით განხორციელდა.

    🩺აქციის ფარგლებში, უკვე მესამედ, ხადის ხეობას კლინიკა „რემედიქალის“ სხვადასხვა პროფილის ექიმები ეწვივნენ და მთელი დღის განმავლობაში, ქვეშეთის ამბულატორიულ ცენტრში მსურველებს კონსულტაციას უწევდნენ.

    👩‍⚕️👨‍⚕️უფასო კონსულტაციები ჩაატარეს შემდეგი პროფილის ექიმებმა: ტრიაჟის ექიმი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ნევროლოგი, ზოგადი ქირურგი, სისხლძარღვთა ქირურგი, ექიმი-ექოსკოპისტი.

    💊ამასთან, ქვეშეთის ამბოლატორიული ცენტრი მომარაგებული იყო სხვადასხვა მედიკამენტითაც, რომლებიც, საჭიროების მიხედვით, ადგილობრივებს გადაეცათ.

    🏥აღსანიშნავია, რომ პაციენტებთან, რომლებმაც ქვეშეთის ამბულატორიაში მისვლა, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ვერ მოახერხეს, ექიმები მათთან თავად მივიდნენ და კონსულტაცია გაუწიეს.

    🔷️ჯამში აქციაში მონაწილეობა 70-ზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო.

    ➡️ბენეფიციარები გამოვლინდნენ წინასწარი კვლევით, რომელიც ხადის ხეობაში „რეგიონული განვითარების ახალგაზრდულმა ცენტრმა“ ჩაატარა.

    📍ცნობისათვის, აღნიშნული სამედიცინო აქცია პენსიონერების მხარდაჭერის პროგრამის ნაწილს წარმოადგენს.