• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჭირო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    29
    აპრილი
    ხელისუფლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები სოფელ ზანდუკის საჯარო სკოლას ესტუმრნენ

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური, მერის მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაური  და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თეიმურაზ ბექაური, კომპანია „ნიადაგის“ წარმომადგენელთან ერთად, გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდნენ.

    ხელისუფლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები სოფელ ზანდუკის საჯარო სკოლას ესტუმრნენ და ადგილზე არსებულ საგანმანათლებლო გარემოს გაეცნენ. ასევე, მოსწავლეებს, მათი მხარდაჭერისა და წახალისების მიზნით, კომპანიის წარმომადგენელმა სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

    შეხვედრის დასასრულს აღინიშნა, რომ მსგავსი ინიციატივები ხაზს უსვამს საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას და ხელს უწყობს ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლებას.