16
მარტი
მარტი
„ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკას კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის 270 დოზა გადაეცა
დღეს, დუშეთის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკის მედპერსონალს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის 270 დოზა გადაეცა.
„ასტრაზენეკა“ სპეციალურ მაცივრებშია დასაწყობებული.
დუშეთის მუნიციპალიტეტში COVID-19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესი 18 მარტიდან, „ჯეო ჰოსპიტალსის“ მედპერსონალის აცრით დაიწყება.
ამცრელი კაბინეტის მედ. პერსონალს შესაბამისი ტრენინგები აქვთ გავლილი.
სამედიცინო სფეროში დასაქმებული პერსონალის ვაქცინაცია განხორციელდება სპეციალურ ონლაინ პლატფორმაზე რეგისტრაციის მიხედვით.