• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN

    მთის კანონის შესახებ

          სახელმწიფოს მიერ მაღალმთიანი რეგიონების მიმართ განხორციელებული პოლიტიკა არის ქვეყნის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ნაწილი და მიმართულია საქართველოს მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფისაკენ და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრისაკენ. აღნიშნული ამოცანის განსახორციელებლად მიღებულია საქართველოს კანონი "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ".

    იხ.საქართველოს კანონი "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ"    (კონსოლიდირებული ვერსია, 15/08/2018 მდგომარეობით)

    მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი სარგებლობს აღნიშნული კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი რიგი შეღავათებითმათ შორის:

    • საპენსიო ასაკს მიღწეული მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირისათვის, რომელიც ყოველთვიურად იღებს სახელმწიფო პენსიას, სოციალური დახმარების სახითყოველთვიური დანამატისსახელმწიფო პენსიის არანაკლებ 20 პროცენტისმიცემას.
    • ექიმისათვისსახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობით; ექთნისათვისსახელმწიფო პენსიის ოდენობით;
    • ზამთრის პერიოდში (შესაბამისი წლის 15 ოქტომბრიდან მომდევნო წლის 15 აპრილის ჩათვლით) გათბობის უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;
    • ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის 50%-ის ანაზღაურებას, მაგრამ არაუმეტეს მოხმარებული 100 კვტ.სთ ელექტროენერგიის საფასურისა;
    • პირველი ბავშვისა და მეორე ბავშვისათვის, რომელთა ერთ-ერთი მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი, 1 წლის განმავლობაში ყოველთვიური ფულადი დახმარებისარანაკლებ 100 ლარისმიცემას, ხოლო მესამე ბავშვისა და ყოველი შემდგომი ბავშვისათვის – 2 წლის განმავლობაში ყოველთვიური ფულადი დახმარებისარანაკლებ 200 ლარისმიცემას;
    • მასწავლებლისათვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად დანამატისსაჯარო სკოლის მასწავლებლის საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35%-ის მიცემას;

        აღნიშნულთან ერთად მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი სარგებლობს საშემოსავლო გადასახადთან და ქონების გადასახადთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საგადასახადო შეღავათებით.
      მეწარმე სუბიექტი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადითა და წესით თავისუფლდება გადასახადებისაგან.



    დუშეთის მუნიციპალიტეტს კანონმდებლობის შესაბამისად დელეგირებული აქვს ფიზიკური პირისთვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების, აღდგენის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება.
    სტატუსის მინიჭების მიზნით, ფიზიკური პირი განცხადებით მიმართავს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერს

    განცხადებას უნდა დაერთოს:

    • საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
    • იმავე მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული არანაკლებ ორი მოწმის განცხადება;
    • სხვა პირის მიერ განცხადების წარდგენის შემთხვევაშიუფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

    • და ასევე:
    • მაღალმთიან დასახლებაში კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტები\
    • ან მაღალმთიან დასახლებაში გადასახდელების ან/და მომსახურების საფასურის/ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები
    • ან ფოტოსურათები, რომლებიც ადასტურებენ ფიზიკური პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში შინასამეურნეო საქმიანობის განხორციელების ფაქტს
    • ან სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს საარსებო შემწეობას
    • ან საჯარო სკოლის მიერ გაცემული ინფორმაცია, ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლაში დასაქმების თაობაზე
    • ან უფლებამოსილი იურიდიული პირის/ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში მდებარე დაწესებულებაში/იურიდიულ პირში დასაქმების ფაქტს.
    • იმ შემთხვევაში, თუ იძულებით გადაადგილებული პირიდევნილი რეგისტრირებული არ არის მაღალმთიან დასახლებაში, დევნილი წარადგენს იძულებით გადაადგილებული პირისდევნილის მოწმობას.

    დღეისათვის დუშეთის მუნიციპალიტეტში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 270 დასახლებას. 

    იხილეთ დასახლებათა ნუსხა