დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. მენესოს მიმდებარედ, შპს „მაბის“ სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშახრეში) გადამამუშავებელი და ბეტონის/სამშენებლო ბლოკის დამამზადებელი საწარმოების ექსპლუატაციაზე სკრინინგის გადაწყვეტილების შესახებ“ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2025 წლის 4 მარტის №101/ს ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტში, არაგვისპირი-ჟინვალის მიმართულებით, შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“-ს 7.1 კმ გაზსადენის პროექტზე სკრინინგის გადაწყვეტილება
სკრინინგის განცხადება თანდართული დოკუმენტებთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე: https://ei.gov.ge/
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/912a6efb-122a-46e0-89fd-a69d724a2ec6
გთხოვთ, სკრინინგის განცხადებით გათვალისწინებულ საკითხსა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენა სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში უზრუნველყოთ 2026 წლის 23 აპრილის ჩათვლით მისამართზე: დავით აღმაშენებლის გამზ. N150, 0112 თბილისი ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge.
დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. არაგვისპირი-ჟინვალის მიმართულებით საშუალო წნევის გაზსადენის მოწყობა და ექსპლუატაცია
დანართი
ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით,
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ ჩიტაურმა, მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
კახაბერ ჩიტაურმა შეკრებილ საზოგადოებას ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და 9 მაისის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„გილოცავთ დღევანდელ დღეს. შეუფასებელია ის ღვაწლი, რომელიც ამ ადამიანებმა მშვიდობის დამყარებისთვის და ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გაიღეს," - განაცხადა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა.
მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად, პატივი ასევე მიაგეს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ქ. დუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შალვა ინაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ნუკრი უნდილაშვილმა, მოადგილეებმა - გიორგი ასლამაზიშვილმა, გვანცა ესტატიშვილმა და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მცხეთა-მთიანეთის რეგიონის წარმომადგენელმა დუშეთის მუნიციპალიტეტში - ბადრი პაპიაშვილმა
გაცნობებთ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება (ინიციატორი დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გვანცა ესტატიშვილი) „ დუშეთის მუნიციპალიტეტის დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაქ დუშეთში მდებარე წმინდა გრიგოლი ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიის მიმდებარედ არსებული გიორგი სააკაძის ქუჩის ნაწილისათვის არქიმანდრიტ ამბროსი დათოშვილის სახელის მინიჭების შესახებ".
დაინტერესებულ პირებს საკუთარი მოსაზრებების წარმოდგენა შეგიძლიათ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში, ელექტრონული ფოსტის მისამართზე - dusheti.mun@gmail.com
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრ გვანცა ესტატიშვილის ინიციატივა - "ქალაქ დუშეთში მდებარე წმინდა გრიგოლი ღვთისმეტყველის ტაძრის მიმდებარედ არსებული ქუჩის ნაწილის სახელდების ცვლილების შესახებ"
ობიექტის გეოგრაფიული აღწერა
გაცნობებთ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება (ინიციატორი დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ირაკლი კობაიძე) დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაქ დუშეთში მდებარე უსახელო ქუჩისთვის "არქიმანდრიტ სოგრატ ჭულუხაძის სახელის მინიჭების შესახებ"
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ირაკლი კობაიძეს ინიციატივა ქალაქ დუშეთში მდებარე უსახელო ქუჩისთვის "არქიმანდრიტ სოგრატ ჭულუხაძის სახელის მინიჭების შესახებ"
გეოგრაფიული ობიექტის აღწერა
25 დეკემბერს ქ. დუშეთის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ღონისძიება გაიმართება. დასაწყისი: 14:00 საათი
25 თებერვალს, 10:30 სთ-ზე, ჩატარდება დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა.