• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჭირო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    25
    ოქტომბერი

    ქალაქ დუშეთის N1 და პირმისაანთკარის საჯარო სკოლებში "ჩემი პირველი ნერგის" ფარგლებში გამართული გამწვანების ღონისძიება

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზაუტაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ნუკრი უნდილაშვილი ქალაქ დუშეთის N1 და პირმისაანთკარის საჯარო სკოლებში "ჩემი პირველი ნერგის" ფარგლებში გამართულ გამწვანების ღონისძიებას დაესწრნენ.

    პროგრამის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 207 ნერგი დაირგო, მათ შორის, კავკასიური ცაცხვი, ქართული მუხა, მინდვრის ნეკერჩხალი, პირამიდალური ვერხვი და კვიპაროსი, კოლხური ბზა, კავკასიური ფიჭვი და ჰიმალაის კედარი.

    პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს მთავრობის ინიციატივით ხორციელდება და მიზნად ისახავს ბავშვებში ადრეული ასაკიდან გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ბუნების მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებასა და გარემოზე ზრუნვის კულტურის განვითარებას.

    გამწვანების ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები: ბესიკ ბიჩნიგაური, თამაზ ფოლოდაშვილი, დუშეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი დავით ოსეფაშვილი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, აგრეთვე, მერიისა და საკრებულოს სხვა წარმომადგენლები.

    6
    ოქტომბერი

    მაღალმთიან სოფლებში მზის მიკროსადგურები დამონტაჟდა

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ ჩიტაურმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზაუტაშვილმა, მხარის დელეგატმა დიმიტრი ხუნდაძემ, და სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების“ ფონდის პროექტების მართვის დირექტორმა თამაზ ახვლედიანმა მაღალმთიან სოფლებში დამონტაჟებული მზის მიკროსადგურები დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.

    სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ განხორციელებული პროექტით, მცხეთა-მთიანეთის მაღალმთიანი რეგიონის 16 სოფლის 58 ოჯახისთვის მზის მიკროსადგურები დამონტაჟდა. რთული რელიეფისა და მკაცრი კლიმატური პირობების გამო, აღნიშნულ ლოკაციებზე ცენტრალიზებულ ქსელთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა, რის გამოც აღნიშნული ოჯახებისთვის მზის სისტემებით უზრუნველყოფის შესახებ იქნა გადაწყვეტილება მიღებული.

    როგორც შეხვედრაზე მხარეებმა განაცხადეს, აღნიშნული პროექტის განხორციელება ნიშნავს არა მხოლოდ ახალი ინფრასტრუქტურის შექმნას, არამედ კონკრეტული ოჯახებისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას - მათთვის ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობასა და ენერგიის გამოყენების უფრო მეტ შესაძლებლობას.

    ხევსურეთში ასევე იმყოფებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაური, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი შატილის ადმინისტრაციულ ერთეულში მინდია ჭინჭარაული და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.

    28
    სექტემბერი

    ქალაქ დუშეთში, კარიაულთ დასახლებაში შიდა საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

    დასრულებული პროექტი დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ ჩიტაურმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, ნუკრი უნდილაშვილმა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზაუტაშვილმა დაათვალიერეს.

    პროექტის ფარგლებში დასახლებაში დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი და მოეწყო სანიაღვრე არხები.

    ასფალტ-ბეტონის საფარი ასევე დაიგო და სანიაღვრეები მოეწყო ქალაქ დუშეთის სამხედრო დასახლებაში, სადაც საცხოვრებელი კორპუსის ეზოს სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.

    „საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აღნიშნული ლოკაციები მოსახლეობისთვის მუდმივ პრობლემას წარმოადგენდა. მოქალაქეებს უკვე აქვთ საშუალება, კომფორტულად გადაადგილდნენ,“- განაცხადა კახაბერ ჩიტაურმა.

    პროექტები განხორციელდა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით.

    დასრულებული სამუშაოები ასევე დაათვალიერეს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა - ბესიკ ბიჩნიგაურმა, თამაზ ფოლოდაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ასლამაზიშვილმა, ზედამხედველი და მშენებელი კომპანიის, მერიისა და საკრებულოს სხვა წარმომადგენლებმა.

    8
    სექტემბერი

    ქალაქ დუშეთში სახალხო დღესასწაული "დუშეთობა 2026" საზეიმოდ აღინიშნა

    ღონისძიებას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური, საკრებულოს თავმჯდომარე ნუკრი უნდილაშვილთან, მცხეთა-მთიანეთის მხარის დელეგატ დიმიტრი ხუნდაძესთან, სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან, ჯონი ბერუაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

    სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში, ქალაქ დუშეთის ცენტრალურ მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარდა. მოეწყო საბავშვო სივრცეები და ეთნოგრაფიული კუთხეები; ასევე, გაიმართა ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ქართული საბრძოლო ხელოვნების ჩვენება და კონცერტები ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით.

    ღონისძიებაზე კახაბერ ჩიტაურმა ქალაქ დუშეთის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა და სპეციალური ჯილდო გადასცა რვა მოქალაქეს.

    დაჯილდოვდნენ:

    მაია მანია - არქიტექტორი, ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნე. გამოცემული აქვს წიგნ დუშეთის ურბანული და არქიტექტურული მემკვიდრეობა;

    ტარიელ ხარხელაური - პოეტი; ელენე პატაშური და შალვა ბექაური - დამსახურებული პედაგოგები;

    აკაკი სანაშვილი - ექიმი;

    მირიან ფხალაძე - დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელი, დუშეთის მკვიდრი;

    ნუგზარ (დავით) ქავთარაძე - მუსიკოსი, ანსამბლ „ქალილოს“ ხელმძღვანელი;

    ლამარა (ციცი) მასურაშვილი - დამსახურებული პედაგოგი, დუშეთის სახელოვნებო სკოლის დირექტორი;

    "გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს! დუშეთი არის მასპინძელი იმ სახალხო დღესასწაულისა, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტის სხვადასხვა კუთხეს აერთიანებს. სწორედ ამიტომ არის ეს დღე განსაკუთრებული. მინდა, მადლობა გითხრათ ყველას, ვინც აქ მობრძანდით: სტუმარს, კონცერტის მონაწილეს, ოსტატს, მეწარმეს, ხელოვანსა თუ ხელოსანს, მათ, ვინც დღეს ქალაქ დუშეთში შექმნა ის საზეიმო განწყობა, რომელიც დარწმუნებული ვარ, ჩვენთვის დაუვიწყარ ემოციად დარჩება." - განაცხადა კახაბერ ჩიტაურმა.

    ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვასილ წიკლაური, მოადგილეები: ბესიკ ბიჩნიგაური, თამაზ ფოლოდაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ასლამაზიშვილი, მოადგილე გვანცა ესტატიშვილი და მერის წარმომადგენელი ქალაქ დუშეთში შალვა ინაშვილი.

    7
    ოქტომბერი

    ზაქარია ხეხელაშვილის ინიციატივა ქუჩის სახელდების შესახებ

    გაცნობებთ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება (ინიციატორი დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ზაქარია ხეხელაშვილი) „დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბაზალეთში მდებარე მე-16 ქუჩისთვის მეფე სოლომონ პირველის სახელის მინიჭების შესახებ".

    დაინტერესებულ პირებს საკუთარი მოსაზრებების წარმოდგენა შეგიძლიათ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში, ელექტრონული ფოსტის მისამართზე - dusheti.mun@gmail.com

    საკრებულოს წევრ ზაქარია ხეხელაშვილის ინიციატივა - „დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბაზალეთში მდებარე მე-16 ქუჩისთვის მეფე სოლომონ პირველის სახელის მინიჭების შესახებ".

    1
    ოქტომბერი

    ზაქარია ხეხელაშვილის ინიციატივა ქუჩის სახელდების შესახებ

    გაცნობებთ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება (ინიციატორი დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ზაქარია ხეხელაშვილი) „დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბაზალეთში მდებარე 39-ე ქუჩისთვის მიტროპოლიტ ანტონ გიორგაძის სახელის მინიჭების შესახებ".

    დაინტერესებულ პირებს საკუთარი მოსაზრებების წარმოდგენა შეგიძლიათ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში, ელექტრონული ფოსტის მისამართზე - dusheti.mun@gmail.com

    საკრებულოს წევრ ზაქარია ხეხელაშვილის ინიციატივა - "დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბაზალეთში მდებარე 39-ე  ქუჩისთვის მიტროპოლიტ ანტონ გიორგაძის სახელის მინიჭების შესახებ"      დანართი 1

    16
    დეკემბერი

    25 დეკემბერს ქ. დუშეთის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ღონისძიება გაიმართება. დასაწყისი: ⏰ 14:00 საათი

    21
    თებერვალი

    25 თებერვალს, 10:30 სთ-ზე, ჩატარდება დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა.