• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჭირო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    18
    აგვისტო

    აქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკეს

    2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ ჩიტაურმა, მცხეთა-მთიანეთის მხარის დელეგატთან, დიმიტრი ხუნდაძესთან და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნუკრი უნდილაშვილთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო.

    „ქედს ვიხრი იმ მებრძოლების წინაშე, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს შესწირეს. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებსა და სრულიად საქართველოს. გმირების ხსოვნა მარადიულია,” - განაცხადა კახაბერ ჩიტაურმა.

    დაღუპულთა ხსოვნას პატივი, აგრეთვე, მიაგეს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ბესიკ ბიჩნიგაურმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ასლამაზიშვილმა, მერის წარმომადგენელმა ქალაქ დუშეთში შალვა ინაშვილმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა, ადგილობრივებმა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.

    4
    აგვისტო

    წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტ ზოსიმეს 75 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიება

    ქალაქ დუშეთის ილია ზაქაიძის კულტურის სახლში წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტ ზოსიმეს 75 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა.

    ღონისძიებას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური საკრებულოს თავმჯდომარესთან - ნუკრი უნდილაშვილთან და საკრებულოს თავჯდომარის მოადგილესთან ლევან შერმადინთან ერთად დაესწრო.

    კახაბერ ჩიტაურმა მღვდელმთავარს საიუბილეო თარიღი მიულოცა და ეპარქიაში მრავალწლიანი მოღვაწეობისა და საეკლესიო აღმშენებლობისათვის მადლობა გადაუხადა.

    საიუბილეო ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: ეპარქიის სასულიერო პირები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები

    6
    ივლისი

    ჟურნალისტ ნაზი შამანაურს დღეს 86 წელი შეუსრულდებოდა

    ჟურნალისტ ნაზი შამანაურს დღეს 86 წელი შეუსრულდებოდა.

    თარიღთან დაკავშირებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ნუკრი უნდილაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან გიორგი ასლამაზიშვილთან და ქალაქ დუშეთში მერის წარმომადგენელ შალვა ინაშვილთან ერთად, ნაზი შამანაურის საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

    ასევე, ქალაქ დუშეთში მდებარე წმინდა ბარბარეს ეკლესიის წინამძღვარმა, მამა ვლადიმერმა (დიდებაშვილი), ჟურნალისტის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

    ნაზი შამანაურის ხსოვნას პატივი აგრეთვე მიაგეს თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ.

    12
    აგვისტო

    ზაზა უნდილაშვილის ინიციატივა ქუჩის სახელდების შესახებ

    გაცნობებთ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება (ინიციატორი დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ზაზა უნდილაშვილი) „ „დუშეთის მუნიციპალიტეტის ჟინვალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ეთვალისში მდებარე მე-3 ქუჩისთვის, მესამე ქუჩის პირველ, მეორე და მესამე შესახვევებისათვის უნდილაანების სახელის მინიჭების შესახებ".

    დაინტერესებულ პირებს საკუთარი მოსაზრებების წარმოდგენა შეგიძლიათ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში, ელექტრონული ფოსტის მისამართზე - dusheti.mun@gmail.com

    დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრ ზაზა უნდილაშვილის ინიციატივა - „დუშეთის მუნიციპალიტეტის ჟინვალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ეთვალისში მდებარე მე-3 ქუჩისთვის, მესამე ქუჩის პირველ, მეორე და მესამე შესახვევებისათვის უნდილაანების სახელის მინიჭების შესახებ"

    7
    აპრილი

    ქალაქ დუშეთში მდებარე წმინდა გრიგოლი ღვთისმეტყველის ტაძრის მიმდებარედ არსებული ქუჩის ნაწილის სახელდების ცვლილების შესახებ

    გაცნობებთ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება (ინიციატორი დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გვანცა ესტატიშვილი) „ დუშეთის მუნიციპალიტეტის დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაქ დუშეთში მდებარე წმინდა გრიგოლი ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიის მიმდებარედ არსებული გიორგი სააკაძის ქუჩის ნაწილისათვის არქიმანდრიტ ამბროსი დათოშვილის სახელის მინიჭების შესახებ".

     დაინტერესებულ პირებს საკუთარი მოსაზრებების წარმოდგენა შეგიძლიათ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში, ელექტრონული ფოსტის მისამართზე - dusheti.mun@gmail.com

    დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრ გვანცა ესტატიშვილის ინიციატივა - "ქალაქ დუშეთში მდებარე წმინდა გრიგოლი ღვთისმეტყველის ტაძრის მიმდებარედ არსებული ქუჩის ნაწილის სახელდების ცვლილების შესახებ"

     

     

    ობიექტის გეოგრაფიული აღწერა

     

    16
    დეკემბერი

    25 დეკემბერს ქ. დუშეთის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ღონისძიება გაიმართება. დასაწყისი: ⏰ 14:00 საათი

    21
    თებერვალი

    25 თებერვალს, 10:30 სთ-ზე, ჩატარდება დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა.