• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჭირო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    19
    ნოემბერი

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური ბაზალეთსა და მჭადიჯვარში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური, მოადგილეებთან - ვასილ წიკლაურთან, ბესიკ ბიჩნიგაურთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნუკრი უნდილაშვილთან ერთად, სოფლებში - ბაზალეთსა და მჭადიჯვარში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

    რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, სოფელ ბაზალეთში ოთხ მონაკვეთზე მიმდინარეობს შიდა საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.

    სამუშაოები ითვალისწინებს ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებასა და სანიაღვრე არხების მოწყობას.

    ასევე, სოფელ მჭადიჯვარში გრძელდება ხევის გაწმენდის სამუშაოები.

    პროექტის ფარგლებში, სოფლის ხიდის მიმდებარედ იწმინდება 2000 მეტრამდე სიგრძისა და 10 მეტრის სიგანის ხევი.

    სამუშაოები ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

    12
    ნოემბერი

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ ჩიტაურმა ქალაქ დუშეთსა და სოფელ ვარსიმაანთკარში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური, მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაურთან,  საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნუკრი უნდილაშვილთან და მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებთან ერთად, ქალაქ დუშეთსა და სოფელ ვარსიმაანთკარში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

    ქალაქ დუშეთში, კობიაანთ დასახლებაში, მიმდინარეობს შიდა საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში, 1300 მეტრამდე სიგრძის გზაზე ეგება ბეტონის  საფარი და კეთდება სანიაღვრე არხები. ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ვარსიმაანთკარში ასფალტის საფარი იგება 1200 მეტრ სიგრძის გზაზე, ასევე, ეწყობა სანიაღვრე არხები.

    პროექტები ხორციელდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის  მერიის დაფინანსებით.

    11
    ნოემბერი

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის  პირველ მოადგილედ - ვასილ წიკლაური, ხოლო მოადგილეებად - ბესიკ ბიჩნიგაური და თამაზ ფოლოდაშვილი დაინიშნენ

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის  პირველ მოადგილედ - ვასილ წიკლაური, ხოლო მოადგილეებად - ბესიკ ბიჩნიგაური და თამაზ ფოლოდაშვილი დაინიშნენ.

    ახლად დანიშნული მოადგილეები დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა  მერიის თანამშრომლებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს  ოფიციალურად წარუდგინა.

    კახაბერ ჩიტაურმა თითოეულ მათგანს წარმატებული საქმიანობა უსურვა და მათთან ერთად,  ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული საჭიროებები განიხილა. შეხვედრაზე, ასევე, განისაზღვრა პრიორიტეტული მიმართულებები. „ჩემს მოადგილეებს აქვთ საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. დარწმუნებული ვარ,  თითოეული მათგანი ბევრ სიკეთეს მოუტანს დუშეთის მუნიციპალიტეტს,“ - აღნიშნა კახაბერ ჩიტაურმა.

    მერის მოადგილეებმა მადლობა გადაუხადეს დამსწრე საზოგადოებას ნდობისთვის და აღნიშნეს, რომ მომავალი ოთხი წელი, ერთობლივი მუშაობის შედეგად, ნაყოფიერი და წარმატებული იქნება

    11
    ნოემბერი

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური ადგილობრივი თვითმმართველობების ფინანსისტთა ასოციაციის კონფერენციას დაესწრო

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო

    კონფერენციაზე განიხილეს ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესების საკითხები და იმსჯელეს სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე. ჩატარდა პრეზენტაციები პროგრამული ბიუჯეტირების, ბუღალტერიის, დასუფთავების მოსაკრებლის ელექტრონული პროგრამის, აქტივების მართვის, იჯარით გაცემის, ელექტრონული ინვენტარიზაციისა და ქონების მართვის საკითხებთან დაკავშირებით.

    ღონისძიების ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტს გადაეცა სერტიფიკატი - „წლის საუკეთესო ბიუჯეტი“.

    კონფერენციას ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები - ვასილ წიკლაური, ბესიკ ბიჩნიგაური, საკრებულოს თავმჯდომარე ნუკრი უნდილაშვილი და მერიისა და საკრებულოს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელები.

    5
    ნოემბერი

    საკრებულოს თავმჯდომარემ საქველმოქმედო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

    4 ნოემბერს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ - ნუკრი უნდილაშვილმა მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო ხასიათის ღონისძიებაში, რომელიც მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივითა და ა(ა)იპ „ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ ორგანიზებით მოეწყო.

    აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის“ ბენეფიციარებს საბნები, ჰიგიენური საშუალებების ნაკრებები, აგრეთვე სპორტული ტანსაცმელი და შშმ პირთა გადაადგილებისათვის საჭირო საშუალებები გადაეცათ.

    16
    დეკემბერი

    25 დეკემბერს ქ. დუშეთის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ღონისძიება გაიმართება. დასაწყისი: ⏰ 14:00 საათი

    21
    თებერვალი

    25 თებერვალს, 10:30 სთ-ზე, ჩატარდება დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა.