• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჭირო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    6
    ივნისი

    მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში პატრონიანი ძაღლების სტერილიზაციისა და ჩიპირების პროცესის ორგანიზაციული საკითხები განიხილეს

    ჰიპერპოპულაციის მართვის სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანი და კოორდინირებული განხორციელების მიზნით,

    სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ზურაბიშვილი და ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი დემნა ხელაია მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს, თეიმურაზ ბექაურს, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერების მოადგილეებსა და თვითმმართველობების სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ.

    შეხვედრის მიზანი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შეუფერხებელი განხორციელებისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება იყო.

    შეხვედრაზე განიხილეს პატრონიანი ძაღლების სტერილიზაციისა და ჩიპირების პროცესის დაწყების ორგანიზაციული საკითხები, ასევე, პროგრამის ეფექტიანი განხორციელებისათვის აუცილებელი თანამშრომლობის მექანიზმები.

    პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა მეპატრონის მიერ ცხოველის მიტოვების პრევენცია. ამ მიზნით, კარდაკარ პრინციპით განხორციელდება პატრონიანი ძაღლების იდენტიფიკაცია-ვაქცინაცია მიკროჩიპების გამოყენებით და მათი მონაცემების ერთიან ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაცია.

    *აღნიშნული ვეტერინარული მომსახურება ქალაქ მცხეთაში, აღმაშენებლის N43-ში ჩატარდება 7-8 ივნისს, ქალაქ დუშეთის ცენტრში - 14-15 ივნისს, თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის ცენტრში - 20-21 ივნისს.*

    პროგრამა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ცოფის დაავადების გავრცელების პრევენციის, ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისა და საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით.

    ღონისძიებები ხელს შეუწყობს:

    ▪️ ძაღლების ჰიპერპოპულაციის ეფექტიან მართვას;

    ▪️ ცხოველების მიტოვების შემთხვევების შემცირებას;

    ▪️ დაკარგული ცხოველების იდენტიფიკაციის გამარტივებას;

    ▪️ ცოფის გავრცელების პრევენციას.

    6
    ივნისი

    ალგაზრდულ ოლიმპიური ფესტივალი

    დუშეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებმა საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში, მინი ფეხბურთში, ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

    ეს წარმატება ჩვენი ახალგაზრდების მონდომების, შრომისა და გუნდური სულისკვეთების შედეგია. მათ ღირსეულად წარმოაჩინეს დუშეთის მუნიციპალიტეტი და კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ მიზანდასახულობით მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შესაძლებელია.

    საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით პირველად იმართება, ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო მულტისპორტული პროექტია. ფესტივალი სპორტის 17 სახეობაში ჩატარდა და მასში საქართველოს 12 რეგიონის 14-17 წლის ასაკის სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

    გილოცავთ ამ მნიშვნელოვან მიღწევას და გისურვებთ კიდევ მრავალ გამარჯვებას!

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური.

    5
    ივნისი

    ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

    დუშეთში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო აქტივობები გაიმართა.

    ღონისძიებას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური, მოადგილეებთან — ბესიკ ბიჩნიგაურთან და თამაზ ფოლოდაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, გიორგი ასლამაზიშვილთან და მოადგილე გვანცა ესტატიშვილთან ერთად დაესწრო.

    მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს, ჯანმრთელობა, ბედნიერი ბავშვობა და წარმატებული მომავალი უსურვეს.

    ღონისძიების ფარგლებში პატარებისთვის მოეწყო გასაბერი ბატუტები, საპნის ბუშტებისა და დრამერების შოუ. ბავშვების მხიარულ განწყობაზე ანიმატორები, ზღაპრის პერსონაჟები, ტრანსფორმერები და ოჩოფეხები ზრუნავდნენ. ასევე ჩატარდა სახეზე ხატვისა და კარიკატურების ხატვის აქტივობა და გაიმართა საბავშვო კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით.

    ღონისძიებაზე წარმოდგენილი ყველა გასართობი აქტივობა და ატრაქციონი ბავშვებისთვის უფასო იყო.

    საბავშვო აქტივობები დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.

    5
    ივნისი

    სკრინინგ-აქცია

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მხარდაჭერით, „დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტში უფასო სკრინინგ-აქცია გაიმართა.

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარებული აქციის ფარგლებში მოსახლეობას ჩაუტარდა: ძუძუს კიბოს სკრინინგი (40-70 წლამდე ქალბატონებისთვის), სკრინინგი B და C ჰეპატიტებზე, აივ ინფექცია/შიდსზე ტესტირება, არტერიული წნევის მონიტორინგი.

    გამოკვლევები ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მაღალკვალიფიციურმა სპეციალისტებმა თანამედროვე მეთოდებითა და სტანდარტებით განახორციელეს.

    სკრინინგ-აქციას ესწრებოდა დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ასლამაზიშვილი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი თეონა თოდუა და ა(ა)იპ "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის დუშეთის მუნიციპალური ცენტრის" ხელმძღვანელი თამარ ანდრიაშვილი.

    შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სამომავლო თანამშრომლობისა და მსგავსი სამედიცინო აქციების რეგულარულად ჩატარების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ პროფილაქტიკურ და დიაგნოსტიკურ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და დაავადებათა პრევენციას.

    7
    აპრილი

    ქალაქ დუშეთში მდებარე წმინდა გრიგოლი ღვთისმეტყველის ტაძრის მიმდებარედ არსებული ქუჩის ნაწილის სახელდების ცვლილების შესახებ

    გაცნობებთ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება (ინიციატორი დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გვანცა ესტატიშვილი) „ დუშეთის მუნიციპალიტეტის დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაქ დუშეთში მდებარე წმინდა გრიგოლი ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიის მიმდებარედ არსებული გიორგი სააკაძის ქუჩის ნაწილისათვის არქიმანდრიტ ამბროსი დათოშვილის სახელის მინიჭების შესახებ".

     დაინტერესებულ პირებს საკუთარი მოსაზრებების წარმოდგენა შეგიძლიათ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში, ელექტრონული ფოსტის მისამართზე - dusheti.mun@gmail.com

    დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრ გვანცა ესტატიშვილის ინიციატივა - "ქალაქ დუშეთში მდებარე წმინდა გრიგოლი ღვთისმეტყველის ტაძრის მიმდებარედ არსებული ქუჩის ნაწილის სახელდების ცვლილების შესახებ"

     

     

    ობიექტის გეოგრაფიული აღწერა

     

    10
    თებერვალი

    ქალაქ დუშეთში მდებარე უსახელო ქუჩისთვის "არქიმანდრიტ სოგრატ ჭულუხაძის სახელის მინიჭების შესახებ"

    გაცნობებთ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება (ინიციატორი დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ირაკლი კობაიძე) დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაქ დუშეთში მდებარე უსახელო ქუჩისთვის "არქიმანდრიტ სოგრატ ჭულუხაძის სახელის მინიჭების შესახებ"

     დაინტერესებულ პირებს საკუთარი მოსაზრებების წარმოდგენა შეგიძლიათ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში, ელექტრონული ფოსტის მისამართზე - dusheti.mun@gmail.com

    დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ირაკლი კობაიძეს ინიციატივა ქალაქ დუშეთში მდებარე უსახელო ქუჩისთვის "არქიმანდრიტ სოგრატ ჭულუხაძის სახელის მინიჭების შესახებ"

    გეოგრაფიული ობიექტის აღწერა

    16
    დეკემბერი

    25 დეკემბერს ქ. დუშეთის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ღონისძიება გაიმართება. დასაწყისი: ⏰ 14:00 საათი

    21
    თებერვალი

    25 თებერვალს, 10:30 სთ-ზე, ჩატარდება დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა.