სექტემბერი
საგრანტო კონკურსის მიზანია ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან მდებარე თემებში, სასოფლო-სამეურნეო მიკრო და მცირე საწარმოების შესაძლებლობების გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს მათ მიერ ახალი ბაზრების ათვისებას და შემოსავლებისა და დასაქმების ზრდას.
პოტენციური განმცხადებლებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებისა და განაცხადების წარდგენის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა ჩაატარებს საინფორმაციო შეხვედრებს 11-ივე სამიზნე მუნიციპალიტეტში.
სრული ინფორმაცია საგრანტო კონკურსთან და საინფორმაციო შეხვედრებთან დაკავშირებით იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=485736
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი, 2023 წელი.
კითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა: 30 სექტემბერი, 2023 წელი.
განმცხადებლებს შეუძლიათ კითხვების დასმა ელ-ფოსტის საშუალებით: grants@cnfageorgia.org
საინფორმაციო შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ფერმერთათვის ჩატარდება 7 სექტემბერს, 13:00საათზე, ბაზალეთის "სიდრის კლუბში".
გთხოვთ, მობრძანდეთ!