თებერვალი
არაგვის დაცული ლანდშაფტის გაფართოებასთან დაკავშირებით, სოფელ ვაშლობში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
არაგვის დაცული ლანდშაფტი შეიქმნა 2021 წელს, რომელიც მოიცავს 99 802 ჰექტარზე არსებული ღირებული ჰაბიტატებით მდიდარ ტერიტორიას.
არაგვის დაცული ლანდშაფტი კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე მდებარეობს და მიეკუთვნება ფშავის, გუდამაყრის, პირაქეთა ხევსურეთისა და პირიქითა ხევსურეთის ხეობები.
არაგვის დაცული ლანდშაფტის აღნიშნული ხეობის გაფართოების შემთხვევაში, არაგვის დაცულ ლანდშაფტს დაემატება გარკვეული ტერიტორია. ხოლო ა(ა)იპ არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის თანამშრომლების რაოდენობაც გაიზრდება.
შეხვედრას ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე, საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაური, მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი კარლო ამირგულაშვილი, ა(ა)იპ არაგვის დაცული ლანდშაფტის დირექტორი ნატო წყარუაშვილი და ვაშლობის ხეობის წარმომადგენლები.