• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    28
    ივნისი
    ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

    დუშეთის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ მოადგილესთან ოთარ ჩხეიძესთან და სამშენებლო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელთან იოსებ ღარიბაშვილთან ერთად მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა.

    მაცაცო ნარიმანიძემ ობიექტებზე არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

    „ყველა სამუშაო უნდა შესრულდეს მოცემულ ვადებში და რაც მთავარია ხარისხიანად. ამიტომ ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება“- განაცხადა დუშეთის მუნიციპალიუტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ.