მერიის სიახლეები
მარტი
მოსახლეობის საყურადღებოდ!
10 მარტს, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, ქ. დუშეთის ,,კულტურის ცენტრის'' შენობაში (ყოფ. სამუსიკო სკოლა), „ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსიტუტის სისხლის ბანკის“ ინიციატივითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის ორგანიზებით გაიმართება სისხლის უანგარო დონორთა აქცია.
კორონავირუსით გამოწვეული სიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყანაში შეიქმნა სისხლის დეფიციტი რამაც სისხლის ბანკებში კრიზისი გამოიწვია, რადგან არ არსებობს სისხლისა და სისხლის პროდუქტების შემცველი ხელოვნური ხსნარები.
გაღებული სისხლი განაწილდება საქართველოს მასშტაბით არსებულ კლინიკებში, რომელსაც გადაუდებელი შემთხვევებისთვის გამოიყენებენ.
გთხოვთ, მობრძანდეთ და მიიღოთ მონაწილეობა.
თქვენი აქტიურობა უამრავ პაციენტს გაუხანგრძლივებს სიცოცხლეს.