• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    22
    მარტი
    სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი მოსახლეობის საერთო კრებები დასრულდა

    ✅ დუშეთის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში დასრულდა, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დაგეგმილი მოსახლეობის საერთო კრებები. ადგილობრივებმა პროგრამით გათვალისწინებული თანხის გამოყენება ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების მოსაგვარებლად გადაწყვიტეს.

    ▶️ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ, მოადგილეებთან ვასილ წიკლაურთან და ოთარ ჩხეიძესთან ერთად, პროექტანტებთან შეხვედრა გამართა.

    ✅შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს მუნიციპალიტეტში 2022 წელს განსახორციელებელი პროექტების თაობაზე. ასევე, დეტალურად განიხილეს დაგეგმილი სამუშაოები.

    ▶️ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა პროექტანტებს მოუწოდა სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულებისკენ. ასევე, ყურადღება გაამახვილა იმ სარგებელზე, რომელსაც პროექტების განხორციელების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს.

    🔵 მაცაცო ნარიმანიძემ იმედი გამოთქვა, რომ კოორდინირებული და აქტიური მუშაობის შედეგად, დუშეთის მუნიციპალიტეტისთვის

    2022 წელი მეტად ნაყოფიერი იქნება.