• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    22
    ოქტომბერი
    სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მონიტორინგის მიზნით, მაცაცო ნარიმანიძე, გუდამაყრისა და ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულებში იმყოფებოდა

    სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მონიტორინგის მიზნით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე, მოადგილესთან ოთარ ჩხეიძესთან ერთად, გუდამაყრისა და ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულებში იმყოფებოდა.

    შეგახსენებთ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექის შედეგად, რამდენიმე ადმინისტრაციული ერთეულის სოფელში პრობლემები შეიქმნა, მათ შორის დაზიანდა საავტომობილო გზები და ელექტროგადამცემი ხაზები.

    ადგილზე ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს შესაბამისი ტექნიკა. ტექნიკა ასევე მუშაობს ჭართლის, მაღაროსკარის, ლაფანაანთკარის, ჭონქაძისა და მჭადიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

    ამასთან, აღსანიშნავია, რომ გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანებული ელექტროენერგიის სადენები უკვე აღდგენილია. ასევე, აღდგენილია საავტომობილო გზის დაზიანებული მონაკვეთების ნაწილი.

    "დუშეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ეს პროცესი პრობლემის სრულად მოგვარებამდე გაგრძელდება, მანამ, სანამ თითოეულ მოსახლეს არ ექნება უსაფრთხო გადაადგილების საშუალება." - განაცხადა მაცაცო ნარიმანიძემ.